დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 29/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.010.22.026.009.863 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.009.863
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №37
2007 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №335 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №143, მუხ. 1592) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველო, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულებით. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამმართველოს უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები