დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.009.862 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.009.862
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №43
2007 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №226 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში თანამშრომელთა იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესში, რომლის ფუნქციებში შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება (სსმ III 2006 წ., №39, მუხ.459) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ის პირები, რომლებსაც აქვთ ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და მათი მიღება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნენ (მოქმედი კანონონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ დროის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში გათავისუფლდება თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები