დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025781 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017599) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“:
1. 82 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირის სახელზე გაცემული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ან/და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი, სულ მცირე, 1 სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო რეგულარული ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად; ან“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) პირის სახელზე გაცემული იყო საკონტროლო დოკუმენტი − მგზავრთა სია, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად.“. 2. მე-11 მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი: „53. ამ წესის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მენეჯერთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 82 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე გავრცელდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები