დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016551 |
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე: ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ა.ა.ა) მეორე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 1 ლარი; ა.ა.ბ) მესამე და მეოთხე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 2 ლარი; ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი; ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, სხვა მშენებლობისთვის: ა.გ.ა) საცხოვრებელი სახლის (ან/და ბინის) დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობებისათვის (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვ.) – 1 ლარი; ა.გ.ბ) ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარი. ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის –1 ლარი; გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს: გ.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს; გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 150 ლარს; გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 300 ლარს. |
| მუხლი 2 |
1. მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული და სოციალურად დაუცველი 100 000 ქულის დაბლა მყოფი მოქალაქეების ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან ასევე სრულად განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ყველა სხვა ობიექტის მშენებლობა. |
| მუხლი 3 |
1. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის გადაიხდება ობიექტის მესაკუთრის (ნებართვის მაძიებლის) მიერ წინასწარ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.
2. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის მთლიანად ირიცხება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები