„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 22 ნოემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 22 ნოემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016496
10
29/05/2026
ვებგვერდი, 02/06/2026
010250020.35.103.016496
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 22 ნოემბრის N 29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 29 მაისი

დაბა მესტია

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის  №29  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016247).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროგრამების და პროექტების შემუშავება-განხორციელებას, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლს დაემატოს „ო“ პუნქტი და „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო)  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საქმიანობას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე