დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.133.016430 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/03/2018წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართის 1-ლ მუხლში შევიდეს ცვლილება, დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებს .“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართის მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილება, დაემატოს „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“ პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის პროცესების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) მუნიციპალიტეტში წარდგენილი განცხადებების მიღებას, განხილვას და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; მ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დარეგისტრირებას მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (portal.mms.gov.ge); ნ) მოქალაქეებისა და სხვადასხვა დაწესებულებიდან შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემას; ო) კალენდარული წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების არანაკლებ 25% -ის მონიტორინგის განხორციელებას; პ) სახელმწიფო უწყებებიდან ან ფიზიკური/იურიდიული პირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი გარემოებების გადამოწმებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და შედეგების შესაბამის ასახვას; ჟ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და განხილვის (შესაბამისი რეკომენდაციის) მიზნით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოსთვის წარდგენას; რ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საკითხებზე; ს) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობის გასაცემად განაცხადის დარეგისტრირებას, მომზადებას და გაცემას; ტ) საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გამართულ მუშაობას მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორიცაა მიღებული ინფორმაციის შემოწმება, დადგენილ ვადებში საქმისწარმოების მასალებისა და სხვადასხვა შემთხვევაში შედგენილი ოქმების სისტემაში ასახვა; უ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ფ) უზრუნველყოფს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამის დოკუმენტირებასა და დაარქივებას; ქ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას; ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები