დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017731 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 29 აპრილის №33 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/04/2024, 140130000.22.034.017461) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფა;“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) განახორციელოს საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს, აგრეთვე, მოახდინოს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის ვინაობის დადგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტები და უზრუნველყოს განსჯადობის მიხედვით მათი შესაბამისი სასამართლოსთვის გაგზავნა;“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;“. 4. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქცია-მოვალეობები სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგსა და პროაქტიულ გამოვლენას, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების შედგენას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამართალდარღვევაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა შესაბამისი დოკუმენტების განსჯადობის მიხედვით შესაბამისი სასამართლოსთვის გაგზავნას; დ) მონიტორინგის შედეგად საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ფაქტებზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის გამოძიებაზე უფლებამოსილი დანაყოფისთვის/ორგანოსთვის მიწოდებას; ე) საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების, ასევე, რელევანტური საერთაშორისო სტანდარტების შესწავლას; ვ) დეპარტამენტის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობას; ზ) დეპარტამენტში შემოსული სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვასა და მასზე სათანადო რეაგირებას; თ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან საჯაროდ გავრცელებულ ადამიანის ღირსების შემლახველ/შეურაცხმყოფელ, ასევე სიძულვილის ენის შემცველ იმგვარ განცხადებებზე, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები