დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შეკვეთილში მდებარე უსახელო ქუჩისათვის „სანაპიროს“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.113.016057 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №28
2026 წლის 27 მაისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შეკვეთილში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,სანაპიროს“ სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩას ეწოდოს, „სანაპიროს“ ქუჩა თანდართული რუკის თანახმად.
მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).
მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები