დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა N39-ში მდებარე სპორტული მოედნის „მეგობრობა“-სთვის სახელის გადარქმევისა და კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.113.016055 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №26 2026 წლის 27 მაისი ქ. ოზურგეთი |
ქალაქ ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა №39-ში მდებარე სპორტული მოედნის „მეგობრობისთვის“ სახელის გადარქმევისა და კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გადაწყვიტა: მუხლი 1. ქალაქ ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა №39-ში მდებარე სპორტულ მოედანს „მეგობრობას“ გადაერქვას სახელი და მიენიჭოს გამორჩეული სპორტსმენის, ფეხბურთელის კოტე გოგატაძის სახელი თანდართული დანართის თანახმად. მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ.№14). მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები