„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016237
89
29/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
010240060.57.069.016237
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №89

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 36-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია ხელშეკრულების შეცვლა, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, აგრეთვე, ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი შემთხვევებისა.“;

ბ)  მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ცვლილების საფუძველია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია, ხელშეკრულებაში ცვლილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რა დროსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი არ გამოიყენება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე