დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 17/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016406 |
|
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 04/09/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი: „შ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების სასწავლო დაწესებულება.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“–„მ“, „ტ“–„უ“ და „შ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებზე: ბ.ა) საწარმოს მართვის (მათ შორის, უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის) სისტემას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ბ.ბ) ტექნიკური საშუალებების/ინფრასტრუქტურის მდგომარეობას; ბ.გ) საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაში ჩართული პირების კომპეტენციას/კვალიფიკაციას; ბ.დ) სამუშაო დოკუმენტაციას, პროცესებსა და პროცედურებს“. 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის მომზადების სასწავლო დაწესებულების ინსპექტირება – არანაკლებ 24 თვეში ერთხელ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები