დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1629-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.103102 |
|
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) მე-18 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები ამ კანონის მოთხოვნების დაცვით შეიძლება მართოს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები, ხოლო კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში − აგრეთვე დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 28 მაისი 2026 წ. N1629-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები