,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 174, 10/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.10.003.000.907
  • Word
266
05/12/2007
სსმ, 174, 10/12/2007
010.320.010.10.003.000.907
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №172, მუხლი 1907) დამტკიცებულ „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა.გ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებელი შეიძლება იყოს 25 – 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 100 000 (ასი ათასი) პირს;“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული დასაქმების ბარათის პირველ ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის პირველი ნაწილის ავანსის სახით გაცემას.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.

ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე