დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1625-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.103114 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ60“ ქვეპუნქტი: „ჰ60) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს, აგრეთვე პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს და რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან რომლის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“. 2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დიპლომატიის აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.“. 3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ ქვეპუნქტი: „თ3) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით გასცემს დასკვნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდების პროექტზე;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 88 მუხლი: „მუხლი 88. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებას; ბ) პასუხისმგებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სხვა საგანმანათლებლო კურსები/პროგრამები. 3. ამ კანონსა და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ სპეციალურ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური სამართლებრივი აქტები. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე შეიძლება დადგინდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დიპლომატიის აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“. 6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.“. 7. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დიპლომატიის აკადემიაში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. 8. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი: „ე3) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის − აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 მაისი 2026 წ. N1625-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები