დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016405 |
|
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამსად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-10 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. თუ ავიასპეციალისტმა საკვალიფიკაციო შემოწმება გაიარა ოსტატობის ვადის გასვლამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში, ოსტატობას მოქმედება გაუგრძელდება ოსტატობის ვადის ამოწურვიდან ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებით. ოსტატობის მოქმედების ახალი ვადა განისაზღვრება ოსტატობის ვადის ამოწურვის შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით“. 2. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და 25-ე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ გააჩნია მოქმედი პილოტის მოწმობა, შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი ან პილოტ-ინსტრუქტორი მხოლოდ საწაფზე. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უფროს პილოტ-ინსტრუქტორს ანიჭებს უფლებამოსილებას (ავტორიზაციის წერილით), ხოლო პილოტ-ინსტრუქტორზე გასცემს საწაფის ინსტრუქტორის სერტიფიკატს ამ წესის №28 დანართის შესაბამისად“. 3. დაემატოს №28 დანართი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები