დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.018019 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ15“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ15) სპირტიანი სასმელების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სპირტიანი სასმელის „ტექნიკური რეგლამენტის − „სპირტიანი სასმელების განმარტების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების, სხვა სურსათის წარდგენისა და ეტიკეტირებისას სპირტიანი სასმელების დასახელების გამოყენების, სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის, სპირტიან სასმელებში სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №523 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას;“. 2. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19): ა) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“) „660“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს „661“ კოდის გრაფა შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“) „605“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები