„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 02 მარტის #13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25-ძ/ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2026
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016155
25-ძ/ს
25/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
040110000.33.062.016155
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 02 მარტის #13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის

ბრძანება №25ძ/ს

2026 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის №13-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2026 წლის 2 მარტის №13-ძ/ს ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 05/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016151) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს ცვლილებები და წესის:

1. მე-4 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ბ) პროექტი (გარდა სამშენებლო მასალის, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროებისა), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პუნქტებს:“.

2. მე-4 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ჟ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ჟ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:

„41. პროგრამის მიზნებისათვის ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება (გარდა სააგენტოს მიერ ინიცირებული ღონისძიებისა) ურთიერთვალდებულებების შესახებ, რომელშიც განისაზღვრება პროექტის განხორციელების ვადა და სააგენტოს მიერ ბენეფიციარის დაფინანსების/თანადაფინანსების ოდენობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია