,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 26/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.851
  • Word
39
23/01/2007
სსმ, 9, 26/01/2007
360.160.000.22.023.009.851
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.851

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №39

2007 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1020 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2006 წ., №131, მუხ. 1732) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების პირველ მუხლს დაემატოს ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

ბ) აუქციონი – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გასამართი ღია ან დახურული აუქციონი;

გ) პრეტენდენტი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემომტანი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირი;

დ) კონკრეტული ფასი – პრეტენდენტის მიერ ზუსტად განსაზღვრული თანხის ოდენობა მასში გარკვეული ცვლადების მითითების გარეშე;

ე) A კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – დეტალურად დაძიებული, ასათვისებლად სრულყოფილად მომზადებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კოეფიციენტი შეადგენს 1-ს;

ვ) B კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობების ძირითადი მახასიათებლები შესწავლილია და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,95-ს;

ზ) C1 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობები, ფორმა, აღნაგობა და ა.შ. განსაზღვრულია მიახლოებით და მისი კოეფიციენ-ტი შეადგენს 0,7-ს;

თ) C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – წინასწარ შეფასებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კონტური პირობითად გადის გეოლოგიურად ხელსაყრელი სტრუქტურების ან სამთო ქანების კომპლექსების უბნებზე და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,6-ს;

ი) P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის პროგნოზული რესურსები დასაბუთებულობის დონის (P1, P2, P3) მიხედვით.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით:

 

 

ა) სადაც:

ა.ა) Y – სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასია;

ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის, მათ შორის A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის ქვიშა-ხრეშის, მთლიანი მოცულობა (ტონა, მ3, გრამი ან სხვა), სადაც A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) მოცულობა გამოიანგარიშება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კატეგორიების შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლის ჯამით.

ნებისმიერი (A,B,C1,C2 ,P) კატეგორიის ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში, Q შეადგენს ქვიშა-ხრეშის მთლიან მოცულობას შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლების გარეშე.

ა.გ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში);

ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;

ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ვადა (წლებში);

ა.ვ) t – პერიოდები წლების მიხედვით.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასი, როგორც წესი, დგინდება შემდეგი ფორმულით:

 

 

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს.

3. იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სსიპ ,,სივრცული ინფორმაციის ცენტრში“, ასევე P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

 

 

 

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო Q1 ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3-ში განისაზღვრება 200 ერთეულით, ხოლო გრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება მინისტრის მიერ, ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად.“;

დ) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ანგარიშსწორების წესი

1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან, არა უგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შემოთავაზებულ ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის მიხედვით განისაზღვრება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს 50 000-დან 150 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 45 დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს 150 000-დან 300 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს 300 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში, ყოველთვიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს    500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 9 თვის ვადაში, ყოველთიურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს       1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს       5 000 000-დან 10 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს 10 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

თ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასი შეადგენს     20 000 000 ლარზე მეტს, პრეტენდენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თანხის გადახდის გრაფიკს. მთავრობის მიერ ინფორმაციის მოწონების შემთხვევაში, მინისტრი ამტკიცებს თანხის გადახდის შესაბამის გრაფიკს.

3. პრეტენდენტის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის დაფარვამდე, მთლიანი ლიცენზიის გასხვისების შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა) თანხის გადახდის ვალდებულება გადადის ლიცენზიის მიმღებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების წესის გათვალისწინებით.

4. პრეტენდენტის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის დაფარვამდე, ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა), თანხის გადახდის ვალდებულება გადადის ლიცენზიის მიმღებზე (გარდა სამინისტროს მიერ კონკრეტული ობიექტის სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით გათვალისწინებული ლიცენზიის მიმღებებისას) მის მიერ მიღებული ლიცენზიის წილის პროპორციულად. პრეტენდენტისა და ლიცენზიის მიმღებისათვის ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება მათ მიერ გადასახდელი თანხისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ანგარიშსწორების წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადასახდელი თანხა არ აღემატება 50 000 ლარს, პრეტენდენტი ან/და ლიცენზიის მიმღები ვალდებულნი არიან ლიცენზიის გადაცემამდე/მიღებამდე დაფარონ აღნიშნული თანხა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ამოწურულია პროპორციულად გადასახდელი თანხის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გადახდის ვადა, პრეტენდენტი ან/და ლიცენზიის მიმღები ვალდებულნი არიან ლიცენზიის გადაცემამდე/მიღებამდე დაფარონ აღნიშნული თანხა.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თანხის გადახდის ვადა აითვლება აუქციონის ოქმის გაფორმებიდან.

8. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ღია აუქიონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლება ექვემდებარება აუქციონის წესით გაცემას.

9. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია დახურული აუქციონის წესით და პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, ძალადაკარგულად ცხადდება მინისტრის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან გადაცემის თაობაზე და ლიცენზიით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების გადანაწილება ხდება მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მე-7, მე-8, მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისათვის დადგენილი მოთხოვნები და პროცედურები ასევე შესაბამისად გამოიყენება ლიცენზიის მიმღების მიერ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევებშიც.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი