„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 23/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.009.849
  • Word
30
23/01/2007
სსმ, 10, 23/01/2007
200.010.000.22.033.009.849
„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.009.849

საქართველოს ფინანასთა

მინისტრის ბრძანება №30

2007 წლის 23 იანვარი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №146 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესში“ (სსმ III, 2006 წ., №26, მუხ. 309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ ხდება მისთვის წარდგენილი სსა-ის საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ხდება იმის დადგენა, შეუძლია თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აპარატს ჩეკზე ყველა სიტყვიერი ჩანაწერის ფორმირება ქართულ ენაზე.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უკან უბრუნებს სსას და მის პასპორტს (მის შემცველ ანალოგიურ დოკუმენტს) და გადასცემს სსა-ის სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №3), რომელიც მეწარმე სუბიექტმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია.

4. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ მეწარმე სუბიექტი განცხადებით აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის საგადასახადო ორგანოს შესაბამის თანამშრომელს გადამხდელმა/მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარუდნგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ხდება წარმოდგენილ სსა-ზე აღნიშნული საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში დაფიქსირებულ მონაცემებთან, რის შემდეგ ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა. ამის შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და გადასახადის გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადაეცემა სსა და ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №4), რომელშიც ასახულია ინფორმაცია გაუნაშთავი ჯამის შესახებ.“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი განახორციელებს პირის მიერ წარდგენილი განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ხოლო შესაბამის დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენისას წყვეტს საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის (რეგისტრაციიდან მოხსნის) პროცედურებს, რის შესახებაც ფაქტის გამოვლენის დღის არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა აცნობებს გადამხდელს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ალექსიშვილი