დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016224 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 03.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სპეციალური წოდებები. ადმინისტრაცია ასრულებს სამსახურის დებულებითა და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. ადმინისტრაცია თავისი ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. 3. ადმინისტრაციას შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი სამსახურის გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით. 4. ადმინისტრაციას შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, სამსახურის გერბის, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 5. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „დ“-„ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სამსახურის სისტემის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა;“; გ) „ღ2“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ2) საარქივო საქმიანობა, მათ შორის, სამსახურში დაცულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დოკუმენტების შენახვა-გამოყენება, ხოლო საჭიროების გასვლის შემდეგ, მისი განადგურება დადგენილი წესის შესაბამისად; ყ) ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადმინისტრაციაში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით წარუდგენს ადმინისტრაციაში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქციამოვალეობების განსაზღვრის შესახებ; ადმინისტრაციის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ადმინისტრაციაში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;“; ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;“; ბ.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“; ბ.ე) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ვ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სამსახურის უფროსის ან/და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა ან თანამდებობიდან გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო ასევე მისი არყოფნისას – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის იმ სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობას, რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მიერ დაქვემდებარებაში აქვს გადაცემული. აღნიშნული დანაყოფის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დაქვემდებარებაში გადაცემა შესაძლებელია გაფორმდეს ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „დ) ორგანიზაციული ხელშეწყობის სამმართველო;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-7 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში) ურთიერთობასა და თანამშრომლობას;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ახორციელებს სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან მიღებული, უცხო სახელმწიფოებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების გაცნობასა და საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო პასუხების მომზადებას;“. 7. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი: „მუხლი 10. ორგანიზაციული ხელშეწყობის სამმართველოს კომპეტენცია ორგანიზაციული ხელშეწყობის სამმართველო: ა) ახორციელებს სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზებას; ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან, განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისა და დავალებების შესრულებისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას; გ) სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებების შესაბამისად, ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ცალკეული საკითხის მომზადებისას მუშაობს დამოუკიდებლად ან სამსახურის დანაყოფებთან ერთად; დ) ახორციელებს კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების მონიტორინგს; ე) ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ახორციელებს: ე.ა) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებით სხვა უფლებამოსილებებს; ე.ბ) ადმინისტრაციის კომპეტენციასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 9. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახორციელებს საარქივო საქმიანობას, მათ შორის, სამსახურში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დოკუმენტების შენახვა-გამოყენებას, ხოლო საჭიროების გასვლის შემდეგ, მის განადგურებას დადგენილი წესის შესაბამისად;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 9 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები