,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 24/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.22.024.009.847
  • Word
1-1/93
22/01/2007
სსმ, 9, 24/01/2007
310.000.000.22.024.009.847
,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.22.024.009.847

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/93

2007 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 36- მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს 1-1/75 ბრძანებით (სსმ III, 2004 ., 91, მუხლი 786) დამტკიცებულ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულებაშიშეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის, საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “, “, “, “, “, და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;“;

) ) საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;“;

) ) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზაცია, აგრეთვე ამ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, სატენდერო პირობების მომზადება და რეალიზაცია;“;

 ) ) საავტომობილო გზების სფეროში შესაბამისი სტანდარტების, ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ინსტრუქციების, ზოგადი პრინციპებისა და სხვადასხვა მახასიათებლების დამუშავება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღება-რეალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დარგში სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემების ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;“;

) ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის ყოველწლიური ობიექტებისა და სამუშაოების გეგმების დამტკიცება; პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის კატეგორიის სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება;“;

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სავტომობილო გზების სფეროში მოვლა-შენახვის, შეკეთებისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაცია, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის სფეროში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;“;

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;“.

3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას, პერიოდულ შეკეთებას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციას, რეაბილიტაციას და მშენებლობას დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების, მიღებული გრანტების, კრედიტების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე.“.

4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

31. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზემდგომი ორგანოს დავალებით განახორციელოს ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის სამუშაოებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის “, და ქვეპუნქტები.

6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

1) საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილება;“.

7. მე-5 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო განყოფილება;“.

8. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.

9. მე-7 მუხლის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ყოველწლიური და მრავალწლიანი პროგრამების შემუშავება და დამტკიცების შემდეგ, მათ რეალიზაცია-შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი;“;

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, გადამუშავება და მათი სრულყოფა;“.

10. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე საავტომობილო გზების მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ყოველწლიური პროგრამების შემუშავება, მათ შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი;

) შესრულებელი სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან წარდგენა;

) სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელება და სისტემატურად ინფორმაციის წარდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ;

) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე;

) ახალი გზების მშენებლობისა და არსებული გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციისათვის აუცილებელი, კერძო საკუთრებაში არსებული აღებაში მოყოლილი შენობებისა და მიწის ნაკვეთების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და დეპარტამენტის იურიდიული, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოსყიდვის უზრუნველყოფა;

) ახალი გზების მშენებლობისა და არსებული გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის საკითხში დეპარტამენტისათვის, როგორც დამკვეთისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ორგანიზაცია.“.

11. მე-8 მუხლისდა ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობის ობიექტების პროექტირების ყოველწლიური პროგრამების მომზადება, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინების და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით;“;

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება;“.

12. მე-10 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობისათვის მიღებული გრანტების, კრედიტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე განხორციელებული სამუშაოების წლიური პროგრამების მომზადება;“.

13. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

) საავტომობილო გზების დეპარტამენტის საინჟინრო კორპუსში განთავსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული სისტემებისა და გასამრავლებელი ტექნიკის (ქსეროქსი, პრინტერი) ექსპლუატაცია, განახლება და შემდგომი განვითარება;

) დადგენილი წესების შესაბამისად სასადგურო მოწყობილობების მოვლა-შენახვა, საკაბელო და სახაზო ქსელის, აგრეთვე კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ექსპლუატაციის ხარისხიანი უზრუნველყოფა;

) ტექნიკური ნორმების დაცვით კავშირგაბმულობის საშუალებათა, კომპიუტერული სისტემების და გასამრავლებელი ტექნიკის რეკონსტრუქცია-შეკეთება;

) საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქართველოს მასშტაბით განთავსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, საკაბელო და სახაზო მეურნეობის სტაციონარული და მოძრავი რადიოსადგურების, სასელექტორო კავშირების, სადემონსტრაციო საინფორმაციო ტაბლოსა და საავტომობილო გვირაბებზე საგადასახადო ამკრეფ პუნქტზე მოქმედი შლაგბაუმისა და ვიდეოტექნიკის კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ექსპლუატაციის ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საკაბელო და სახაზო მეურნეობის დაცვით ზონაში კონკრეტული სამუშაოების წარმოების შეთანხმება;

) კავშირგაბმულობის საკაბელო და სახაზო მეურნეობის მოვლა-შენახვის წესების დაცვის მიზნით, განმარტებითი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული და გასამრავლებელი ტექნიკის პასპორტიზაცია;

) ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის ანალიზი, კავშირგაბმულობის საშუალებათა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხო, უავარიო მუშაობისათვის ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება;

) ტექნოლოგიური წარმოების და შრომის ორგანიზაციის გაუმჯობესება, ახალი ტექნიკის დანერგვა.“.

14. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“, 1“, 1“, და ქვეპუნქტები:

) 1) დეპარტამენტის თავმჯდომარისა და ხელმძღვანელობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;“;

) 1) დეპარტამენტის შიდა საქმიანობისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;“;

) 1) დეპარტამენტში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;“;

) ) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“

) ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;“.

15. მე-14 მუხლის “, და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემების სისტემატური შედარება საპატრულო პოლიციის მონაცემებთან;“;

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;“;

) ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე მშენებლობისა და ტექნიკური პირობების გაცემა;“.

16. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის ქვეპუნქტი.

17. ამოღებულ იქნეს მე-15 და მე-16 მუხლები.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 10 თებერვლიდან.

გ. არველაძე