დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016544 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016530) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის’’: ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებზე დაფინანსება ერთჯერადად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გაიცემა იმ ახალშობილის მშობლებზე, რომლებიც, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებული იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტში არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღიდან უწყვეტად ინარჩუნებს რეგისტრაციას ახალშობილის დაბადებამდე. ასევე ოჯახი ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში.’’ ა.ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;’’; ა.დ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1’’ ქვეპუნქტი: ,,ზ1) სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.“; ბ) მე-14 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება განესაზღვროთ მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესაბამისად: ა) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა კაპიტალური საცხოვრებელი სახლი მთლიანად და საყოფაცხოვრებო ნივთები, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით; ბ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართული, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 8 000 ლარის ოდენობით; გ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული და საყოფაცხოვრებო ნივთებით, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 6 000 ლარის ოდენობით; დ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ერთი სართული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 4 000 ლარის ოდენობით; ე) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი (ერთი, ორი ოთახი) საყოფაცხოვრებო ნივთებით, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 4000 ლარის ოდენობით; ვ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც ცხოვრობს დღის განმავლობაში, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით; ზ) მოქალაქეს, რომელსაც დაეწვა დამხმარე ნაგებობა, სადაც არ ცხოვრობს, გაეწევა დახმარება არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით.“; ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მცირეწლოვანი ბავშვები და სრულწლოვანი პირები, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებებით – ლიმფომა, გლიომა, ლეიკემია, მელანომა; თავის ქალის პროგრესირებადი დეფორმაცია; ქვედა კიდურების ატროფია; სქოლიოზი – გამოხატული ნეკნოვანი კუზით; ავარიის შედეგად მიღებული ტრამვების რეაბილიტაცია; შვილოსნობასთან შეუთავსებელი დარღვევები – დაავადებები, ქალისა და მამაკაცის დაქვეითებული ფერტილობა, რომლებიც საჭიროებენ გინეკოლოგიურ ან რეპროდუქტოლოგიურ მკურნალობას; სხვა მძიმე დაავადებები; გაეწევათ გარკვეული თანხით დახმარება, არა უმეტეს 5 000 ლარისა. მოქალაქემ მკურნალობის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მერიის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენების ანგარიში. სავალდებულოა ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდეს 200000-ს ან უნდა წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული შუამდგომლობა მოქალაქის მძიმე ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები