„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170120.57.069.016234
86
28/05/2026
ვებგვერდი, 28/05/2026
040170120.57.069.016234
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ –  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №86

2026 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 17 ნოემბრის №1056-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21.05.2015, 040170120.57.069.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სისტემაში რეგისტრაცია – შემსყიდველი ორგანიზაციის, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ან/და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით სისტემაში რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსებას, სისტემის გამოყენების პირობებზე დათანხმებას, მომხმარებლის სახელის, ასევე აქტივაციის ბმულის მიღებასა და გამოყენებას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო – კანონით განსაზღვრული ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირდება სისტემაში;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ან მიმწოდებელი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, დარეგისტრირდა სისტემაში;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, აგრეთვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ან მიმწოდებელმა უნდა შეავსოს სისტემაში არსებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი), დაეთანხმოს სისტემის გამოყენების პირობებს და გამოიყენოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული მომხმარებლის აქტივაციის ბმული.“.

3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სისტემაში რეგისტრაციასთან, რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილში მითითებული მონაცემების ცვლილებასთან და რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემსყიდველი ორგანიზაციების, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსა და მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთან ოფიციალური მიმოწერა მიმდინარეობს ელექტრონული ფოსტის მისამართზე registration@spa.ge.“.

4. II თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

 

თავი II1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეგისტრაცია

 

მუხლი 71. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში რეგისტრაცია

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, მიმართავს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოქმედებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შემდეგ, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც გენერირებულია სისტემის მეშვეობით. განაცხადი სააგენტოს წარედგინება ოფიციალურ წერილთან ერთად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე registration@spa.ge. ოფიციალური წერილი შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ბლანკზე და მას ხელს უნდა აწერდეს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს უფლებამოსილი პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის მიღებიდან გონივრულ ვადაში სააგენტო ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ადარებს ამ ინფორმაციას სისტემაში არსებულ მონაცემებთან და უზრუნველყოფს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში დარეგისტრირებას ან უარს აცხადებს მის სისტემაში რეგისტრაციაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი ან სისტემაში მითითებული ინფორმაცია შეიცავს ხარვეზს, სააგენტო ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აცნობებს აღმოჩენილი უსწორობის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის გამოსასწორებლად. ხარვეზის გამოსწორებამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ვადის ათვლა გაგრძელდება ხარვეზის გამოსწორებისთანავე.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო წერილობით არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადს სააგენტოში, სააგენტო მიმართავს მას წერილობითი განაცხადის წარმოდგენის მოთხოვნით და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში მომხმარებლად დარეგისტრირების ვადა აითვლება სააგენტოში წერილობითი განაცხადის წარმოდგენიდან.

6. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს ან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არ წარმოადგენს სააგენტოში წერილობით განაცხადს, ასევე, თუ სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარს აცხადებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში რეგისტრაციაზე, იგი სისტემაში არ დარეგისტრირდება. ასეთ შემთხვევაში დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს.

მუხლი 72. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო სისტემაში რეგისტრაციისას, ამ წესის 71 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს მისი შექმნის დამადასტურებელი ნორმატიული აქტი (მიეთითება შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დასახელება და მუხლი (საჭიროების შემთხვევაში, პუნქტი (ნაწილი).

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის 71 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია მისი სისტემაში რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად.“.

5. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პროფილი

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პროფილში აისახება მონაცემები, რომლებსაც სისტემაში რეგისტრაციისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი უთითებს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში, აგრეთვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში მის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2. მას შემდეგ, რაც სააგენტო ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სისტემაში დაარეგისტრირებს „ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოდ“ მის პროფილში სამართლებრივი ფორმის ცვლილება შესაძლებელია სააგენტოსადმი ოფიციალური წერილობითი მომართვით, რომელშიც მიეთითება შესაცვლელი ინფორმაცია და ამ ცვლილების საფუძველი.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პროფილში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო პირი, მისი თანამდებობა, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო პროფილში განსაზღვრავს უფლებამოსილ წარმომადგენელს/წარმომადგენლებს. უფლებამოსილი წარმომადგენელი შეიძლება იყოს „აქტიური“ ან „არააქტიური“.

5. „აქტიურია“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სისტემაში შესვლის, ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებისა და ანგარიშგების უფლებამოსილება.

6. „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებელია ჰქონდეს „გრანტორის“ პრივილეგია, რომელიც გულისხმობს დამატებით უფლებებს, ამ წარმომადგენელმა გაუკეთოს რედაქტირება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პროფილს, დაამატოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, მიანიჭოს მას „გრანტორის“ პრივილეგია, აგრეთვე გაუუქმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს სტატუსი „აქტიური“. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პროფილში განსაზღვრული უნდა ჰყავდეს „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე ერთი „აქტიური“ წარმომადგენელი მაინც.

7. „არააქტიური“ ხდება ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი გაუუქმებს სტატუსს „აქტიური“. დაუშვებელია „არააქტიური“ წარმომადგენლის მონაცემების ახალი მომხმარებლის მონაცემებით ჩანაცვლება. საჭიროების შემთხვევაში, „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი ამატებს სხვა, ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

8. უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც გახდება „არააქტიური“, ერთმევა სისტემაში შესვლისა და მოქმედების უფლება.

9. თუ ერთადერთ „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს სამართლებრივად (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შეჩერება და სხვ.) აღარ აქვს უფლება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელით შევიდეს და იმოქმედოს სისტემაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მიმართავს სააგენტოს ასეთი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის დამატების მოთხოვნით. წერილობითი მომართვა შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ბლანკზე, მას ხელს უნდა აწერდეს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს უფლებამოსილი პირი და მასში უნდა მიეთითოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მომხმარებლის ანგარიშის სასურველი სახელი). ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ძველ უფლებამოსილ წარმომადგენელს უუქმებს სტატუსს „აქტიური“ და ამატებს ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა „გრანტორის“ პრივილეგია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პროფილში რჩება „აქტიური“, მაგრამ „გრანტორის“ პრივილეგიის უქონელი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო სააგენტოს მიმართავს ძველი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და არსებული „აქტიური“ წარმომადგენლისთვის „გრანტორის“ პრივილეგიის მინიჭების მოთხოვნით.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებისთვის სააგენტოს აქვს გონივრული ვადა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეგისტრირებული მომხმარებელი არ საჭიროებს დეაქტივაციას, თუ სისტემაში რეგისტრაციისას მის სახელწოდებაში ან საიდენტიფიკაციო კოდში დაშვებულია მექანიკური შეცდომა. ასეთ შემთხვევაში შეცდომას ასწორებს სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მომართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 - 64 პუნქტები:

„61. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მომხმარებლის დეაქტივაციის შემთხვევაში ამ მომხმარებლით შეუძლებელია ახალი ცენტრალიზებული შესყიდვისა და ანგარიშგების განხორციელება. დეაქტივირებულ მომხმარებელს არ ერთმევა უფლება, შევიდეს სისტემაში, განაგრძოს ცენტრალიზებული შესყიდვის მიმდინარე პროცედურები და განახორციელოს მიმდინარე ანგარიშგება.

62. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ექვემდებარება დეაქტივაციას:

ა) ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ბ) რეორგანიზაციის შემთხვევაში, თუ:

ბ.ა) იგი შეერწყა (მიუერთდა ან გაერთიანდა) სხვა ორგანიზაციას;

ბ.გ) იგი დაიყო;

გ) სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში;

დ) თუ იგი, კანონმდებლობის შესაბამისად, აღარ ითვლება ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოდ;

ე) თუ აღმოჩნდება, რომ მის სისტემაში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო არასწორი ინფორმაცია ან/და არ არსებობს მისი სისტემაში რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

63. ამ მუხლის 62 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეაქტივაციის საფუძვლის არსებობისას სისტემაში ახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშობა, თუ:

ა) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო გაერთიანდა სხვა ორგანიზაციასთან – ასეთ შემთხვევაში დეაქტივაციას ექვემდებარებიან თავდაპირველად რეგისტრირებული მომხმარებლები, ხოლო ახლად შექმნილი ორგანიზაცია რეგისტრირდება სისტემაში;

ბ) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო დაიყო – ასეთ შემთხვევაში, დეაქტივაციას ექვემდებარება თავდაპირველად რეგისტრირებული ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, ხოლო ახლად შექმნილი ორგანიზაციები რეგისტრირდებიან სისტემაში.

64. ამ მუხლის 62 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან 63 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მიმართავს სააგენტოს მოქმედი რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციის მოთხოვნით და რეგისტრირდება სისტემაში ამ წესით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე