„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 29/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.843
  • Word
31
22/01/2007
სსმ, 11, 29/01/2007
120.010.000.22.026.009.843
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.843

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №31

2007 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №96 მუხ. 1288) დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:

1. დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის კონტროლის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სამხედრო ობიექტებზე შიდა უსაფრთხოების განხორციელება, აგრეთვე სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფაზე და საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირებაზე კონტროლი.“.

2. დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 და 32 პუნქტები:

31. ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს, აგრეთვე სამინისტროში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის (სამოქალაქო და სამხედრო) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების (საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ესკორტით) უზრუნველყოფა.

32. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი საქმიანობის ოპერატიულ-ტექნიკური ხელშეწყობა, აგრეთვე სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარება (უზრუნველყოფა).“.

3. დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ობიექტების უსაფრთხოებისა და დაცვის კონტროლის სამმართველო მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ასრულებს მასში შემავალი შემდეგი განყოფილებების საშუალებით:

ა) ობიექტების უსაფრთხოების განყოფილება, რომელიც სამხედრო ობიექტებზე უზრუნველყოფს შიდა უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ბ) ობიექტების დაცვის კონტროლის განყოფილება, რომელიც ახორციელებს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფაზე და საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირებაზე კონტროლს.“.

4. დებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 14. გარდა ზემოაღნიშნული სტრუქტურული დანაყოფებისა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს საბრძოლო პოლიციის ბატალიონი, რომელიც უზრუნველყოფს ტაქტიკური ამოცანების განხორციელებასა და სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფას, აგრეთვე, სამხედრო ობიექტების პერიმეტრების დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას.“.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

6. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

დ. კეზერაშვილი