დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 10/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.030.000.10.003.000.906 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №265
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქარ თველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ა) საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;“;
ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვული საქმიანობა. აღნიშნული ტერი-ტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტო-მობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელი ან/და გასასვლელი;“;
გ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,პ) შენობა-ნაგებობა – სათავსი, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა, საწარმოო ოპერაციებისათვის, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი აღნიშნული მოთხოვნიდან დგინდება შემდეგი სახის გამონაკლისი – დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელი ან/და გასასვლელი;“;
დ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი:
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას, ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმას (ნახაზს), სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.გ) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად _ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღებ საბაჟო გარანტიას წარუდგენს შემოსავლების სამსახურს;“;
ე) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულია წარწერა ,,საბაჟო კონტროლის ზონა“ _ ,,Customs control zone“, ამასთან ფირნიში დამზადებული უნდა იყოს ,,მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ასევე სავალდებულოა ნახაზში (პროექტში) აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) მონაცემები:
გ.ა) საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;“;
ვ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საწყობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა.) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ.) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.დ) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და საწყობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ვ.ე) საქონლის დანიშნულების ადგილზე – საწყობში საქონლის გამოცხადების დადასტურებას ნებართვის მფლობელი განახორციელებს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.“;
ზ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებართვის მაძიებელს არ გააჩნია განზრახვა საწყობის ტერიტორიაზე განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის გადამუშავება);
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა დროებითი შენახვის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელსაწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება დალუქვას);“;
თ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,პ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,პ) სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნა (დაგეგმილი ტვირთბრუნვის დიდი მოცულობა, ან საწყობის ტერიტორიის დიდი ფართობი (1 ჰა-ზე მეტი), ან საგზაო კომუნიკაციების ფაქტორი და სხვა) საწყობში ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანსპორტისათვის ერთზე მეტი შესასვლელ-გასასვლელის არსებობის საჭიროებისას;“;
ი) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს;“;
კ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია:
გ.ა) საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;“;
ლ) ინსტრუქციის მე-5 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,13. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საწყობის შემთხვევაში, როცა ამ საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს და ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება ან/და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად, საქონლის სათავსიდან ამოსაღებად, სატრანსპორტო საშუალების ჩასატვირთად, სატრანსპორტო საშუალებიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საწყობის ტერიტორიის მიღმა.“;
მ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და დროებით დასაწყობებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;“;
ნ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;“;
ო) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზოლირებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი დროებითი შენახვის საწყობზე ან საბაჟო საწყობზე);“;
პ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია:
ა) საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი №3);
ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი №4)“;
გ) მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის;
დ) საწყობში საქონლის შეტანიდან საწყობში განთავსებამდე არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12.00 საათისა, ელექტრონული სახით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ინფორმაცია საწყობში შეტანილი საქონლის შესახებ დადგენილი ფორმით (დანართი №5).“.
2. დამტკიცდეს ,,საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია“ თანდართული რედაქციით (დანართი №5).
3. დადგენილების ამოქმედება:
ა) დადგენილება, გარდა ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი, ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი, ,,პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
(დანართი №5)
საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია
(ივსება თითოეული ვაგონის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით)
საწყობის დასახელება:
შევსების თარიღი:
| № | მოწმო-ბის № | ვაგონის (სხვა სატრან-სპორტო საშუალე-ბის) № | საქონლის დასახელე-ბა, საქონლის კოდი სეს ესნ მიხედვით | წონა სატრან-სპორტო დოკუ-მენტე-ბის მიხედ-ვით | ბუნებრივი დანაკარგის ნორმა (სეზო-ნური) | აზომ-ვის აქტის № | წონა აზომვის აქტის მიხედ-ვით | სხვაობა (5 გრაფა – 8 გრაფა) ბუნებრივი დანაკარგის ნორმის გათვალის-წინებით | შენი-შვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები