დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 20/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.31.060.016034 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 87-ე მუხლის შესაბამისად, საყოველთაო - სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდეს:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტები.
|
| მუხლი 2 |
შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ჯემალ გამახარია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე); თამაზ ხუბუა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; რაისა ქარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ახალი აფხაზეთი – სამართლიანობა“ თავმჯდომარე; ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; ნუგზარ მგალობლიშვილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; ანზორ წოწონავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე; ზურაბ მებონია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი; ვეფხვია გვარამია – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; გიორგი სუთიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი; ალიონა ჩხოტუა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი; ნოდარ ჯალაღონია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე; ლეილა ხუნჯუა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსი; თამაზ სანიკიძე – იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები