„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025759
210
20/05/2026
ვებგვერდი, 22/05/2026
010220020.10.003.025759
„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2026 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 მაისის №195 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2026, 010220020.10.003.025744) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კომისიის საქმიანობის ფარგლებში შესაძლებელია, განხილულ იქნეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტ(ებ)ის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უშუალოდ არ გამომდინარეობს „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტიდან, თუმცა მნიშვნელოვნად უკავშირდება შესაბამისი პროექტ(ებ)ის შეუფერხებელ და ეფექტიან განხორციელებას ან/და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე