„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017727
70
21/05/2026
ვებგვერდი, 22/05/2026
310150000.22.034.017727
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2026 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 96-ე და 97-ე პუნქტები:

„96. სააგენტოს ვებგვერდი − ვებგვერდი my.sa.gov.ge.

97. სააგენტოს მობილური აპლიკაცია − მობილური აპლიკაცია „Service Agency“.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო საქმისწარმოების (შემდგომ – საქმისწარმოება) დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნა, ამ ინსტრუქციის 126 მუხლით განსაზღვრული წესით უფლების გადაცემის ბარათის სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარდგენა ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, აგრეთვე, დაინტერესებული პირის ზეპირი მოთხოვნა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ამ ინსტრუქციის 126 მუხლით განსაზღვრული წესით წარდგენილი უფლების გადაცემის ბარათით (სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარდგენის შემთხვევაში);“.

4. I თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 თავი:

 

თავი I1

უფლების გადაცემის ბარათის გაცემა და უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია

მუხლი 122.

ეს თავი განსაზღვრავს უფლების გადაცემის ბარათის გაცემის, შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და გაუქმების, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის სპეციალურ წესსა და პირობებს.

მუხლი 123.

1. უფლების გადაცემის ბარათი სააგენტოს მიერ გაიცემა რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეზე, რომელიც წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 29 აგვისტოს №84 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ავტორიზებულ პირს (შემდგომ – ავტორიზებული მესაკუთრე).

2. ავტორიზებულ მესაკუთრეს უფლება აქვს, უფლების გადაცემის ბარათის გაცემა მოითხოვოს მის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების იმ შემძენზე გადაცემის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს:

ა) საქართველოს მოქალაქეს ან ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირს, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალს საქართველოში, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ ინსტრუქციის 457 მუხლით დადგენილი წესით.

3. უფლების გადაცემის ბარათი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს (დანართი №10). მისი შევსება ავტორიზებული მესაკუთრის მიერ და გაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდის ან/და სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

4. უფლების გადაცემის ბარათი ავტორიზებული მესაკუთრის და უფლების გადაცემის ბარათში მითითებული შემძენის ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს.

5. უფლების გადაცემის ბარათის გაცემის, შევსების, გამოყენებისა და გაუქმების პროცესის ორგანიზების მიზნით, სააგენტოს მიერ მუშავდება წერილობითი დოკუმენტი (შემდგომ − „წესები და პირობები“), რომელიც განსაზღვრავს სააგენტოს ვებგვერდისა და სააგენტოს მობილური აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებს, სააგენტოსა და შესაბამისი დაინტერესებული პირის უფლება-მოვალეობებსა და ამ ინსტრუქციაში მითითებულ სხვა საკითხებს. „წესები და პირობები“ ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს.

6. სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის ბარათი არ გაიცემა, თუ:

ა) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) უფლების გადაცემის ბარათის შევსებისას ბარათში მითითებული შემძენი არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს;

გ) შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით:

გ.ა) ვერ ხერხდება უფლების გადაცემის ბარათის შევსებისას ბარათში მითითებული ავტორიზებული მესაკუთრის ან/და შემძენის იდენტიფიცირება;

გ.ბ) უფლების გადაცემის ბარათის შევსებისას ბარათში მითითებული ავტორიზებული მესაკუთრე ან/და შემძენი პირი გარდაცვლილია/ლიკვიდირებულია;

დ) ავტორიზებულმა მესაკუთრემ ვერ გაიარა უფლების გადაცემის ბარათის გაცემის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული პროცედურა;

ე) სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით:

ე.ა) ვერ ხერხდება უფლების გადაცემის ბარათში მითითებული სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;

ე.ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა, სატრანსპორტო საშუალება იძებნება ან/და არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძველი;

ე.გ) სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია სამართლებრივი დატვირთვა;

ვ) არ იქნა გადახდილი უფლების გადაცემის ბარათის გაცემის მომსახურების საფასური;

ზ) არსებობს უფლების გადაცემის ბარათის გაცემაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით ან „წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებული სხვა გარემოება.

7. უფლების გადაცემის ბარათის გაცემის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ისარგებლოს როგორც სააგენტოს, ასევე სხვა დაწესებულებების, მათ შორის, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − მონაცემთა ელექტრონული ბაზებით და მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები.

მუხლი 124.

1. უფლების გადაცემის ბარათის გაცემის პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ა) სააგენტოს მიერ:

ა.ა) უფლების გადაცემის ბარათის შესავსებად, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით ამ ინსტრუქციის №10 დანართით გათვალისწინებულ უფლების გადაცემის ბარათის ფორმაზე ავტორიზებული მესაკუთრის დაშვება;

ა.ბ) მონაცემების შემოწმება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული უფლების გადაცემის ბარათის გაცემის შემზღუდავი გარემოებების არარსებობის შესახებ;

ა.გ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემის დადასტურება სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

ა.დ) უფლების გადაცემის ბარათში მითითებული ავტორიზებული მესაკუთრისათვის უფლების გადაცემის ბარათის გაცემის შესახებ ინფორმაციის გაცნობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით;

ბ) ავტორიზებული მესაკუთრის მიერ:

ბ.ა) „წესებისა და პირობების“ გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება, რაც ასევე გულისხმობს თანხმობას სააგენტოს მიერ მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების, დამუშავებაზე. თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა სააგენტოს ვებგვერდის ან სააგენტოს მობილური აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში თანხმობის ღილაკის დაჭერა/მონიშვნა;

ბ.ბ) სააგენტოს ვებგვერდზე ან სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში ამ ინსტრუქციის №10 დანართით გათვალისწინებული უფლების გადაცემის ბარათის ფორმის შევსება „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით, რაც მიიჩნევა უფლების გადაცემის ბარათის გაცემის მოთხოვნად;

ბ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 29 აგვისტოს №84 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურის გავლა;

ბ.დ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემის მომსახურების საფასურის ელექტრონულად გადახდა – ელექტრონული სისტემის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, ავტომატურად გენერირებული საფასურის გადახდის ველის მეშვეობით.

2. უფლების გადაცემის ბარათი გაცემულად მიიჩნევა სააგენტოს ვებგვერდზე ან/და სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვის მომენტიდან.

3. „წესებითა და პირობებით“ განისაზღვრება უფლების გადაცემის ბარათის გაცემის ამ მუხლის პირველი პუნქტით ან „წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებული ეტაპების ან/და ამავე ეტაპებით გათვალისწინებული მოქმედებების თანმიმდევრობა, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათში ავტორიზებული მესაკუთრის, შემძენის და სატრანსპორტო საშუალების მისათითებელი მონაცემების მოცულობა.

4. სააგენტო უფლებამოსილია უფლების გადაცემის ბარათის გაცემის თაობაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნისა და უფლების გადაცემის ბარათის გაცემის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება/ინფორმაცია მოამზადოს და გამოსცეს, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ ავტორიზებულ მესაკუთრეს აცნობოს მატერიალურად ან ელექტრონულად, ხოლო უფლების გადაცემის ბარათის გაცემის შესახებ ინფორმაცია აცნობოს − ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის ან/და სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტორიზებულ მესაკუთრეს დამატებით შეიძლება აგრეთვე ეცნობოს მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით.

5. სააგენტო უფლებამოსილია, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით, უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ შემძენს აცნობოს ინფორმაცია ბარათის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

მუხლი 125.

1. უფლების გადაცემის ბარათი უქმდება/გაუქმებულად ჩაითვლება, თუ:

ა) უფლების გადაცემის ბარათის გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში:

ა.ა) უფლების გადაცემის ბარათში მითითებული შემძენი სააგენტოში არ გამოცხადდა ან/და დასათვალიერებლად არ წარადგინა უფლების გადაცემის ბარათში მითითებული სატრანსპორტო საშუალება;

ა.ბ) არ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება;

ბ) უფლების გადაცემის ბარათში მითითებულმა ავტორიზებულმა მესაკუთრემ გააუქმა უფლების გადაცემის ბარათი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით ან „წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

2. უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ ავტორიზებულ მესაკუთრეს, უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებამდე ნებისმიერ დროს აქვს ბარათის გაუქმების უფლება:

ა) სააგენტოს ვებგვერდის/სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით;

ბ) სააგენტოში შესაბამისი განცხადების წარდგენით.

3. უფლების გადაცემის ბარათის გაუქმების/გაუქმებულად ჩათვლის შემთხვევაში უფლების გადაცემის ბარათის გაცემის მომსახურების საფასური პირს არ უბრუნდება.

4. უფლების გადაცემის ბარათის გაუქმების/გაუქმებულად ჩათვლის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო ბარათში მითითებულ ავტორიზებულ მესაკუთრეს აცნობებს სააგენტოს ვებგვერდის ან/და სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ ავტორიზებულ მესაკუთრეს დამატებით შეიძლება აგრეთვე ეცნობოს მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.

5. სააგენტო უფლებამოსილია, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით, უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ შემძენს აცნობოს ინფორმაცია უფლების გადაცემის ბარათის გაუქმების/გაუქმებულად ჩათვლის თაობაზე.

6. ამ მუხლის შესაბამისად გაუქმებული უფლების გადაცემის ბარათი გაუქმებიდან 2 თვის განმავლობაში ინახება სააგენტოში.

მუხლი 126.

1. უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (გადაფორმების) მიზნით სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში უშუალოდ გამოცხადების ვალდებულება მხოლოდ უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ შემძენს აქვს.

2. უფლების გადაცემის ბარათში მითითებული შემძენი ვალდებულია, უფლების გადაცემის ბარათის გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, უშუალოდ წარადგინოს:

ა) სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში – განცხადება, უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (გადაფორმების) მოთხოვნით;

ბ) ავთენტიფიკაციის კოდი (სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში);

გ) სატრანსპორტო საშუალება;

დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი/სხვა რამ არ გამომდინარეობს.

3. უფლების გადაცემის ბარათში მითითებული შემძენის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენა მიიჩნევა უფლების გადაცემის ბარათში მითითებული მონაცემების/ფაქტების ნამდვილობის შემძენის მიერ დადასტურებად და მის მიერ უფლების გადაცემის ბარათის სააგენტოში წარდგენად.

4. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (გადაფორმების) მოთხოვნით შემძენის მიერ სააგენტოსათვის მიმართვისას, სააგენტო უფლებამოსილია უფლების გადაცემის ბარათში მითითებული ავტორიზებული მესაკუთრის იდენტობის (იგივეობის) დადგენის მიზნით განახორციელოს ავთენტიფიკაციის კოდის გენერირება და მისი გაგზავნა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრის მობილური ტელეფონის ნომერზე.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ შემძენზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სააგენტოს ვებგვერდის/სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით გაცემული უფლების გადაცემის ბარათი.

6. უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გადაფორმება) არ განხორციელდება, თუ:

ა) უფლების გადაცემის ბარათი გაუქმებულია ამ ინსტრუქციის 125 მუხლის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაცულია სააგენტოში;

ბ) უფლების გადაცემის ბარათში მითითებულმა შემძენმა სააგენტოს არ წარუდგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავთენტიფიკაციის კოდი (სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში);

გ) უფლების გადაცემის ბარათში მითითებული ავტორიზებული მესაკუთრე გარდაცვლილია/ლიკვიდირებულია;

დ) არსებობს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი;

ე) არსებობს მომსახურების გაწევისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან „წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებული სხვა შემზღუდავი გარემოება.

7. უფლების გადაცემის ბარათის გაცემის შემდეგ ბარათში მითითებული ავტორიზებული მესაკუთრის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების იმ პირზე გადაფორმების შესახებ, რომელიც არ წარმოადგენს ბარათში მითითებულ სატრანსპორტო საშუალების შემძენს, არ დაკმაყოფილდება უფლების გადაცემის ბარათის ამ ინსტრუქციის 125 მუხლის შესაბამისად გაუქმებამდე.

8. უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების/გადაფორმების განუხორციელებლობის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო უფლების გადაცემის ბარათში მითითებულ ავტორიზებულ მესაკუთრეს აცნობებს სააგენტოს ვებგვერდის ან/და სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტორიზებულ მესაკუთრეს დამატებით შეიძლება აგრეთვე ეცნობოს მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.

9. უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების შემთხვევაში, უფლების გადაცემის ბარათი (სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით) და ავტორიზებული მესაკუთრის მიერ ამ ინსტრუქციის 124 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ავტომატური ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის დროს ელექტრონულად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია (მათ შორის პირისათვის ავტორიზებული პირადი რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში) ინახება სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში.

10. ამ ინსტრუქციის 125 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დენის დაწყების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება და ვადების გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები.

11. უფლების გადაცემის ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე ვრცელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი შესაბამისი დებულებები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი/სხვა რამ არ გამომდინარეობს.“.

5. 27-ე მუხლის შენიშვნის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში 6 თვემდე ვადით არსებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას, აგრეთვე საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიღებისას, სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი გააცნობს გამსხვისებელს (შემძენს) ან საჩუქრად ან მემკვიდრეობით მიმღებ ფიზიკურ პირს წერილობით გაფრთხილებას (დანართი 7), რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს შესაბამის საგადასახადო სამსახურში ან სააგენტოში განლაგებულ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან ანგარიშებისა და გადახდის ვალდებულების შესასრულებლად და გააფრთხილებს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამსხვისებელმა უარი განაცხადა გაფრთხილების ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, ჩაითვლება, რომ იგი გაეცნო დაკისრებულ ვალდებულებებს. წერილობითი გაფრთხილების გადაცემა სავალდებულო არ არის, თუ ვალდებულების წარმოშობის შესახებ პირი ინფორმირებულია უფლების გადაცემის ბარათის გაცემისას, ამ ინსტრუქციის 123 მუხლით გათვალისწინებული „წესებითა და პირობებით“ განსაზღვრული პროცედურით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს რეგისტრაციის განხორციელებაზე იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

6. №9 დანართის შემდეგ დაემატოს №10 დანართი თანდართული სახით.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2026 წლის 15 ივნისამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური და პროგრამული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 15 ივნისიდან.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი