დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450010000.10.003.025757 |
208
20/05/2026
ვებგვერდი, 21/05/2026
450010000.10.003.025757
„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2025, 450010000.10.003.025022) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:
1. „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სსიპ − რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;“. 2. „ჰ4“ − „ჰ7“ და „ჰ10“ − „ჰ12“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. „ჰ45“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ46“ ქვეპუნქტი: „ჰ46) ა(ა)იპ − ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 25 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები