დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.018016 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 81-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგადასახადო ორგანოები (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, 444 და 912 მუხლებით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531 , 1535 , 1537 , 1538 , 15310–15312, 1541 , 1542 , 1551–1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1558-15510,15512, 157-ე, 1571–1574 , 158-ე, 1581 , 1594, 163-ე, 164-ე, 1644 , 165-ე–1653 და 16510 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილით, 1715 , 17417, 1764–1766, 17714, 17715 , 178-ე, 1793, 195-ე მუხლებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.”; ბ) 51 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს და შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვისთვის უგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 794 მუხლის მე-2– მე-5 ნაწილებით და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1558-15510, 1571 –1573 , 158-ე, 1594, 163-ე, 164-ე, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 − მე-6, მე-8 და მე-9, მე-10, მე-11−მე-18 ნაწილებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები