დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.037.016221 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №7 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 08/05/2025, 010240030.22.037.016203) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების: |
1.
31 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, მონაწილეობას იღებს აუდიტორულ შემოწმებებში, კონტროლს უწევს და მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ მომზადებულ შიდა აუდიტორულ ანგარიშებში ან შესაბამის დასკვნებში დაფიქსირებული მონაცემების სიზუსტეზე, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და წარმოდგენილი სარეკომენდაციო წინადადებების რელევანტურობაზე;“. |
2.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პასუხისმგებელნი არიან, ჩატარებული აუდიტორული შემოწმებების შედეგად მათ მიერ მომზადებულ შიდა აუდიტორულ ანგარიშებში ან შესაბამის დასკვნებში დაფიქსირებული მონაცემების სიზუსტეზე, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და წარმოდგენილი სარეკომენდაციო წინადადებების რელევანტურობაზე;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები