დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 005 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 18/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060020.70.082.016200 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №016 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016028) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპროკურორო სამმართველოს უფროსი დამატებით უზრუნველყოფს: ა) ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას; ბ) მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. 4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია ა/რ პროკურორისა და ა/რ პროკურორის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 6. სამმართველოს უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. სამმართველოს უფროსის მოადგილის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ა/რ პროკურორის მიერ. 7. საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. 8. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები