„შპს სთარინგ ჯორჯიას მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს სთარინგ ჯორჯიას მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.025750
201
18/05/2026
ვებგვერდი, 19/05/2026
040170020.10.003.025750
„შპს სთარინგ ჯორჯიას მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №201

2026 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„შპს სთარინგ ჯორჯიას მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს სთარინგ ჯორჯიას მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2025, 040170020.10.003.025474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, გარდა ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბაზრის კვლევა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. შემსყიდველი თავისუფლდება ბაზრის კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან მხოლოდ ღონისძიების მოსამზადებელ ან მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებების მომზადების ეტაპზე, ამ წესის დანართით განსაზღვრული შემდეგი კატეგორიის შესყიდვების მიმართ: 1, 10, 11, 12, 13, 15, 16, 17, 20, 21, 24, 25, 27, 31, 32, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 44.

5. შემსყიდველი თავისუფლდება ბაზრის კვლევის განხორციელების შესახებ განცხადების სისტემის ბაზრის კვლევის მოდულში (MRS მოდული) გამოქვეყნებით ბაზრის კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან მხოლოდ ღონისძიების მოსამზადებელ ან მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებების მომზადების ეტაპზე, ამ წესის დანართით განსაზღვრული შემდეგი კატეგორიის შესყიდვების მიმართ: 22, 23, 45.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე