დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.025745 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.11 („გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1.11 გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა 1. პროგრამის მიზანია გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირებისთვის სპეციალიზებული მკურნალობის უზრუნველყოფა, გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესების, სიკვდილიანობის შემცირების, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და ჯანმრთელობის საუკეთესო შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 39 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის გათვალისწინებული, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღირებულებისა: ა) ქირურგია:
ბ) კათეტერიზაცია:
3. მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კატეგორიის შესაბამისი ღირებულებისა. ამასთან: ა) თანაგადახდას არ ექვემდებარება გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, ასევე − ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება; ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა 18 წლამდე ასაკის პირებისა) იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. 4. ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამოსავლის შეფასების ინდიკატორები, მათი წარმოდგენისა და შეფასების პირობები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით. 5. ამ დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, 2027 წლის 1 თებერვლამდე და შემდგომ ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე წარადგინოს ინდიკატორების მაჩვენებლები მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის პირობების შესაბამისად. 6. 2028 წლის 1 მარტიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც, მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე, აკმაყოფილებს მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტის პირობებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მაისიდან დამდგარ შემთხვევებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები