დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018846 |
|
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს, ორ წელიწადში –70 000 ლარს. 2. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 17 000 ლარს); ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 16 000 ლარს), რომელიც შეიძლება მოიცავდეს: ბ.ა) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენისა და მომსახურების ხარჯებს; ბ.ბ) დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს; ბ.გ) საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს; ბ.დ) პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს; ბ.ე) სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯები (რეგისტრაციის გადასახადს, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯი); ბ.ვ) პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები; ბ.ზ) კომპიუტერული და კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯი; ბ.თ) კვლევის შედეგების პრეზენტაციის ხარჯი; გ) ზედნადები ხარჯი (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 2000 ლარს).“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები