დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016846 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015, 010250050.35.137.016216), კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადების შემუშავებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ე) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ვ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ზ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ი) გეგმარებითი დავალებების მომზადებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ლ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; მ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ნ) საქმის წარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ო) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების შემუშავებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); პ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დასკვნებისა და აქტების მომზადებას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურისათვის (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); რ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); ს) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ტ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ (გარდა დაბა აბასთუმნის ტერიტორიისა); უ) გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარისთქმის შესახებ, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს სააღრიცხვო ბარათში; ფ) განიხილავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები