დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.151.016420 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 აპრილის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/04/2026, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.151.016418) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის: მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დადგენილების ძალაში შესვლამდე წინასწარ აქვს გადახდილი მოსაკრებლის ოდენობა, მათ შორის, იმ პერიოდისთვის, რომელზეც ვრცელდება ახალი განაკვეთი, იგი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.”. 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის: მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები/მათთან გათანაბრებული პირები და დაღუპულთა ოჯახები; ბ) დევნილები და თავშესაფრის მაძიებელები; გ) ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მათი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისი; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 001-ს; ე) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ის არაკომერციული იურიდიული პირები, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.”. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №3
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია იურიდიული პირებისათვის
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის განისაზღვროს შემდეგი ფორმულის სახით: მ = გ x რ, სადაც: მ არის ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართობი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები