„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.821
  • Word
22
15/01/2007
სსმ, 8, 23/01/2007
040.030.000.22.022.009.821
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.821

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება 22

2007 წლის 15 იანვარი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულსაკომუნიკაციო  ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1.    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდი „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №105, მუხ.1175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ.“;

ბ) ბრძანების პრეამბულასა და პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ “ირმის ნახტომის” შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1.    დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ ,,ირმის ნახტომის” დებულება.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულების“ სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულება.“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდი ,,ირმის ნახტომი“ (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის №68.“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია