„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025740
191
11/05/2026
ვებგვერდი, 13/05/2026
040030000.10.003.025740
„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2026 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1479-Vმს-XIმპ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის №138 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17/04/2024, 040030000.10.003.024531) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

 ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობისა და საქსტატის საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“;

ბ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით განსაზღვრული  „სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  ღია კონკურსის ჩატარების წესისა და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი, აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში − საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატები (შემდგომში − კანდიდატი) შეირჩევიან გამარტივებული კონკურსის (შემდგომში − კონკრუსი) საფუძველზე.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობასა და საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე კონკურსს აცხადებს საქსტატი.“;

გ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

მუხლი 6. საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატის სავალდებულო საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

1. საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების ცოდნა;

გ) საკონსულტაციო, საექსპერტო ან სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

2. სასურველია, საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატს ჰქონდეს სტატისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე