დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9362 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016801 |
|
„შემოსავლების
სამსახურის
დავების
განხილვის
საბჭოს
შექმნის, მისი
საქმიანობის
წესის, ასევე
საგადასახადო
მონიტორინგის
დეპარტამენტში
მედიაციის
წესის
დამტკიცების
შესახებ“ შემოსავლების
სამსახურის
უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 1
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები
1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართი №2-ის პირველი მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა, ამ ბრძანების დანართი №2-ის პირველი მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
3. მოწვეული სპეციალისტები:
“; ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს; გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №7 („გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ განცხადება) ამოღებულ იქნეს. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი მ. მაღლაკელიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები