,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 16/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 24/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 280.020.000.12.005.009.820
  • Word
72
16/01/2007
სსმ, 9, 24/01/2007
280.020.000.12.005.009.820
,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.12.005.009.820

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 72

2007 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ამავე კანონის 49-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:

1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილებაში ,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“ (სსმ III, 17.10.2005 წ., №119, მუხლი 1333) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული ,,არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უძრავ ქონებაში ინვესტირებული საპენსიო სახსრების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო სახსრების 35%-ს.“;

ბ) ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

5.1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

5.2. საპენსიო დანაგროვთა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში ინვესტირების შემთხვევებზე ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 20%-იანი შემზღუდავი ნორმა გავრცელდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.“.

2. წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული 35%-იანი შემზღუდავი ნორმა ძალაშია წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 2009 წლის 1 იანვრამდე.

3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                    თ. გოდერძიშვილი