ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016025
42
07/05/2026
ვებგვერდი, 11/05/2026
000000000.00.143.016025
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №42

2026 წლის 7 მაისი

 ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მომართვის საფუძველზე დარეგისტრირებულია ინიციატივა ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების თაობაზე.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.  ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გფეოგრაფიულ ობიექტს ( იწყება: I–X – 381047 Y-4652206, კოორდინატზე და მთავრდება II– X – 381167 Y – 4652102, სახელდებაზე წარმოდგენილი ჩიხის სიგრძე შეადგენს 160 მეტრს, მას დასავლეთიდან ესაზღვრება მიხეილ მურვანიშვილის ქუჩა, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა) ეწოდოს მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხი.

2.  განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.

6.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის. ხაშური, კოსტავას ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე  ნინო ლიპარტელიანი