„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016478
16
07/05/2026
ვებგვერდი, 08/05/2026
010340000.32.061.016478
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2026 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 27/02/2025წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016428) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:

1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0179.“.

2. მე-2 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის (შემდეგში – სააგენტო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ელექტრონული ფორმით პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადების მიღება;“.

3. მე-2 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;“.

4. მე-3 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ – დევნილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“.

5. მე-3 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;“.

6. მე-3 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, ქართულ დიასპორასთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;“.

7. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს. წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს;“.

8. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (შემდგომში – ბრძანება), ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, დებს შრომით და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“.

9. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მთავრობას შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხებს, რომლებსაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრი;“.

10. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და საქვეუწყებო დაწესებულებას შორის;“.

11. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;“.

12. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას სამინისტროს დებულებას და ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (არსებობის შემთხვევაში);“.

13. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტები:

„ქ) ითანხმებს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას;

ღ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების ზედამხედველობას;

ყ) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და განკარგულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

14. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.“.

15. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და ხელშეკრულების ვადა არ აღემატება მინისტრის უფლებამოსილების ვადას.

6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“.

16. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს.“.

17. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელს აწერს/ავიზებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;”.

18. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშ(ებ)ს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს.“.

19. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წარმართავს მოხელის შეფასების პროცესს, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართულობით;

ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.“.

20. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით (არსებობის შემთხვევაში).“.

21. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სამინისტროს დეპარტამენტების კომპეტენცია“.

22. მე-9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ – დევნილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“.

23. მე-9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) აფხაზეთის მკვიდრთათვის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა) სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა; სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

24. მე-9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.“.

25. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;“.

26. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი;“.

27. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, ქართულ დიასპორასთან, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;“.

28. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.“.

29. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) სამინისტროს საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა: დანიშვნის ბრძანებების, გასაფორმებელი შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება;

გ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, შენახვა და  შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;

დ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

ე) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება;

ვ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სტაჟიორთა დანიშვნის ბრძანების პროექტების მომზადება, სტაჟიორის მენტორისგან მიღებული შეფასების საფუძველზე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადება და ადრესატისათვის გადაცემა;

ზ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;

თ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;

ი) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების სისტემის მართვა – პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა;

ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ნ) სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ო) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

პ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება;

ჟ) სამინისტროს მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე სამინისტროს ადმინისტრატორის ფუნქციების შესრულება;

ს) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ტ) საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (eDocument) სამინისტროს კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

ფ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა;

ქ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ღ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;

ყ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან თანამშრომლობით;

შ) სამინისტროს მოხელეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ჩ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.“.

30. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალი ერთეულ(ებ)ის ერთიანი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსების) შედგენა, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; საბიუჯეტო განაცხადის პროექტის შედგენა; სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა;

ბ) ფინანსური დოკუმენტების დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსებით მიღებული სახსრების (მათ შორის, სამინისტროს პროგრამების) და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა;

დ)   შრომის ანაზღაურების უწყისების შედგენა, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დროული დარიცხვის უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების რეესტრების წარმოება. კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ვ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას შესაბამისი ფინანსური გაანგარიშებების განხორციელება და ფინანსური მართვა;

თ) სამინისტროს მმართველობის სისტემიდან შემოსული საფინანსო ანგარიშების, დოკუმენტაციისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის შესაბამის დაწესებულებებში გაგზავნა;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგება-განაწილების უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა. შ.) უზრუნველყოფის კონტროლი/პასუხისმგებლობა;

ლ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამისი მოწყობილობის გამართულობის უზრუნველყოფა;

ნ) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვა და წინადადებების წარმოდგენა; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისათვის ტექნიკური გამართულობის შემოწმების, საჭირო სათადარიგო ნაწილებით, მიმდინარე რემონტითა და საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა. სამსახურებრივი დანიშნულების ავტომანქანით გადაადგილების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოსაცემი ბრძანების პროექტების მომზადება;

ჟ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება, მასში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და გეგმის შესრულების კონტროლი;

რ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, შესყიდვების კოორდინაციისა და შესაბამისი საკონტრაქტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება;

ს) შესყიდვებში მონაწილე პირების მიერ სამინისტროში წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა და მათი განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ტ) სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, სატენდერო წინადადებების განხილვა, ოქმებისა და წერილების პროექტების მომზადება;

უ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსების განხორციელების ორგანიზება;

ფ) სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის დამკვიდრების უზრუნველყოფა;

ქ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ღ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ყ) შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვის, მათი რეგისტრაციის, სისტემატიზაციისა და არქივის წარმოების უზრუნველყოფა;

შ) გასაჩივრებული ელექტრონული ტენდერების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ჩ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით (არსებობის შემთხვევაში), მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება.“.

31. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13.  სამინისტროს სათათბირო ორგანოები

1. მინისტრი უფლებამოსილია, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით, ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები (შემდეგში – სათათბირო ორგანო), რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ ბრძანებით განსაზღვრული სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ან სათათბირო ორგანოს მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება მინისტრს.

3. პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე, სათათბირო ორგანოს თავმჯდომარედ (მათ შორის წევრად) შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.

4. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

5. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, საქვეუწყებო დაწესებულება.

7. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.

8. სათათბირო ორგანოს შეიძლება ჰქონდეს დებულება, რომლითაც განისაზღვრება ამ მუხლისაგან განსხვავებული წეს(ებ)ი. სათათბირო ორგანო, თუ მას აქვს დებულებით გათვალისწინებული სხვაგვარი წეს(ებ)ი, საქმიანობას წარმართავს ამ სათათბირო ორგანოს დებულების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე