„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017469
35
05/05/2026
ვებგვერდი, 06/05/2026
280120000.22.026.017469
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №35

2026 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და №22 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №22
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოსამსახურეთა  ყოველთვიური დანამატები

(ლარებში)

თანამდებობის დასახელება

დანამატი თვეში

1

მთავარი მაკონტროლებელი, ავიაციის საბრძოლო მართვის ოფიცერი, საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მართვის ოფიცერი, მეკავშირე ოფიცერი, იდენტიფიცირების ოფიცერი, იდენტიფიცირების ოპერატორი, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის ოპერატორი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ოპერატორი, ფრენების მართვის ჯგუფის უფროსი, ფრენების მართვის ჯგუფის ფრენების ხელმძღვანელი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის უფროსი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის ინჟინერ-ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის მძღოლი, საბრძოლო მართვის პუნქტის უფროსი, საბრძოლო მართვის პუნქტის საბრძოლო გამოყენების ოფიცერი, საბრძოლო მართვის პუნქტის ოპერატორი, საბრძოლო მანქანის გათვლის უფროსი ოპერატორი, საბრძოლო მანქანის გათვლის ოპერატორი, საბრძოლო მანქანის გათვლის მანქანის მეთაური, საბრძოლო მანქანის გათვლის მძღოლი-ოპერატორი, საბრძოლო მართვის პუნქტის მთავარი ოპერატორი, საბრძოლო მართვის პუნქტის მძღოლი-ოპერატორი, რადიოლოკაციური დაზვერვის ბატარეის ექსპლუატაციის ოფიცერი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის მთავარი ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის უფროსი ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის მძღოლი-ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის მთავარი სპეციალისტი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის უფროსი სპეციალისტი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის სპეციალისტი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის მძღოლი-სპეციალისტი, საცეცხლე ბატარეის ექსპლუატაციის ოფიცერი.

625

 “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 6 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი