„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.025730
181
04/05/2026
ვებგვერდი, 05/05/2026
280120000.10.003.025730
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2026 წლის 4 მაისი

   ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის №52 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2022, 280120000.10.003.023260) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში − მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდეს სუბსიდირება. სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:

1. 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა.

2. 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე