დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.10.003.025729 |
180
04/05/2026
ვებგვერდი, 05/05/2026
040000000.10.003.025729
„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2018, 040000000.10.003.020833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის, რომელსაც ჰყავს ოთხი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, ელექტროენერგიის სუბსიდიის (სოციალური შეღავათის) ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 30 ლარს, ხოლო მე-5 და მომდევნო თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე − დამატებით, არაუმეტეს 10 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები