დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016479 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებია მოქალაქე, რომელიც სულ მცირე ერთი წლის რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაგეგმილი სამედიცინო მომსახურება ან აღნიშნული ბენეფიციარის ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/ზედამხედველი) ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ); ბ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); გ) მეურვის/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი); ე) საყოველთაო ჯანდაცვის სერვისცენტრის ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ან კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი და ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.“; გ) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-2 მუხლის 41 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები