,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 30/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.903
  • Word
262
28/11/2007
სსმ, 170, 30/11/2007
040.030.000.10.003.000.903
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაცია, გამოეყოს ქუთაისის ფილია­ლი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ქუთაისის სა­მუსიკო კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლე ქუთაისის ფილიალის ნა­წილში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მიზნად განისაზღვროს უმაღლესი განათ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო სახედ – კო­ლეჯი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისათვის შესაბამისი ქო­ნების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

5. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სა­ქარ­თველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგ­ნებათა ფარგლებში.

6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კუ­ლ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარ­დგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუ­თა­ისის სამუსიკო კოლეჯის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუ­თაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

7. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი), უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცება.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე