დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016466 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.02.2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109. 016345) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:
ა) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კომისიის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი.“; ბ) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კომისია საჭიროებისამებრ (მაგრამ არაუგვიანეს თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 18 (თვრამეტი თვისა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ბენეფიციარი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმებს და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციას ბენეფიციარისათვის თავშესაფარში განთავსების ვადის 18 (თვრამეტი) თვით გაგრძელების ან ვადის არგაგრძელების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი.“; გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანების სახით.“; დ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები