დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იმ სახელმწიფოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.029.009.808 |
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.009.808
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №27
2007 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
იმ სახელმწიფოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილება
,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 111 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იმ სახელმწიფოთა თანდართული ნუსხა, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილება.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს დაევალოს სამინისტროს მიერ ბირთვული მასალების ტრანზიტის ნებართვის გაცემამდე, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში მოყვანილ სახელმწიფოთათვის ტრანზიტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
იმ სახელმწიფოთა ნუსხა, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილება
|
№ | იმ სახელმწიფოთა ნუსხა, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილება |
| 1 | რუსეთის ფედერაცია |
| 2 | სომხეთი |
| 3 | თურქეთი |
| 4 | აზერბაიჯანი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები